რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აკადემიკოსს, ჰუმანური პედაგოგიკის კლასიკოსს შალვა ამონაშვილს, ფსიქოლოგს და მწერალს პაატა ამონაშვილსა და საბავშვო ბრენდის ,,ბასტი-ბუბუს” დამფუძნებელ თამარ სხვიტარიძეს შეხდა.
შეხვედრას საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ლიანა ჯღარკავა, ბადრი მაჭავარიანი და ამირან ჯანჯღავა, ასევე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ა(ა)იპ რუსთავის ბაგა- ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შალვა ამონაშვილმა პედაგოგიკის სფეროში, მის მიერ შემუშავებულ მეთოდებზე და ბავშვის აღზრდის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრა.
23 იანვარს, შალვა ამონაშვილი, რუსთავის საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგებს და მშობლებსაც შეხვდება.