საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი რუსთავის საჯარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილი და პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ მე-18 საჯარო სკოლაში შეკრებილ 150 პედაგოგს, გიორგი ამილახვარი მასწავლებელთა მხარდაჭერის, მათი პროფესიული განვითარების გეგმებზე და ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ესაუბრა. საუბარი შეეხო […]
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, რუსთავის მერიის პროექტის – „თაობა რუსთაველი‘‘ ფარგლებში, რუსთავის მედიათეკაში ახალგაზრდებს შეხვდა. შეხვედრას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კითხვა-პასუხის რეჟიმში წარმართულ შეხვედრაზე, გიორგი ამილახვარმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო სფეროში დაგეგმილი რეფორმების და განათლების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. განათლების მინისტრმა ახალგაზრდების მხრიდან […]