რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ ჩატარდება

რუსთავში, 21 აპრილს ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული“ გაიხსნება. ფესტივალი წელს პირველად ტარდება და მასში ქვემო ქართლში მოქმედი ანსამბლებიდან, 1500-მდე მოცეკვავე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საკონკურსო ნაწილი, 21 აპრილს გაიხსნება და 25 აპრილს დაიხურება. ექსკლუზიურად დამზადდა ფესტივალის ლოგო, რომელზეც რუსთაველმა კალიგრაფმა ნიკა ღუნაშვილმა იმუშავა. ექსკლუზიურია მუსიკაც, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის კომპოზიტორმა დავით მალაზონიამ შექმნა და რომელსაც ეთნო ჯაზ ბენდი […]