ნინო ლაცაბიძე – რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს

რუსთავის მერია მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩასატარებლად  ემზადება. სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი, წელს ასამდე ხელოვანმა გამოთქვა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. რუსთავის მედიათეკაში, სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა  განაცხადები  სპეციალურმა კომისიამ განიხილა და საწყის ეტაპზე, ის 16 ნამუშევარი შეარჩია, რომელსაც მოქანდაკეები ადგილზე შექმნიან. ,,რუსთავში, მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და  წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს. ასამდე განაცხადია შემოსული […]