რუსთავის მერია პრემიერის ინიციატივას ეხმაურება და ახალგაზრდების დასაქმების პროექტს – ,,ახალი სიმწვანე“ ახორციელებს

რუსთავის მერია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, ახალგაზრდების დასაქმების ეკოპროექტით ეხმაურება. პროექტში – ,,ახალი სიმწვანე“ 18-დან 29 წლამდე ასაკის რუსთაველი ახალგაზრდები, ონლაინრეგისტრაციით ერთიანდებიან და ქალაქის გამწვანების სამსახურში, ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი ანაზღაურებით იწყებენ მუშაობას. პროექტის პირველი საპილოტე ეტაპი უკვე განხორციელდა, დასაქმებისა და ეკოლოგიური პროექტის მონაწილეთა ახალი ნაკადის რეგისტრაცია კი 30 მარტს დასრულდა. ,,ახალ სიმწვანეში” ჩართული ახალგაზრდების პირველი […]

რუსთავის მერიამ ,,მართე შენი ქალაქის” მეშვიდე ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართვის მიზნით, პროგრამა „მართე შენი ქალაქის“ მეშვიდე ეტაპი დაიწყო. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, პროგრამაში ჩართულ სტუდენტებს შეხვდა და ,,მართე შენი ქალაქის“ შესახებ დეტალურად ესაუბრა. რუსთავის მერიის სამსახურების მუშაობის სპეციფიკას, მუნიციპალურ სერვისებსა და რეფორმებს, ერთი თვის განმავლობაში, კიდევ 21 სტუდენტი გაეცნობა. პროგრამა – „მართე შენი ქალაქი“ მეორე წელია, წარმატებით მიმდინარეობს […]