ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მეოთხე ეტაპი დასრულდა. პროექტის ფარგლებში, რუსთაველმა სტუდენტებმა, ქალაქის მერიაში ერთთვიანი სტაჟირება გაიარეს. სტაჟირების მეოთხე ეტაპის მონაწილე სტუდენტებს ნინო ლაცაბიძე, მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად შეხვდა. ,,რუსთაველ ახალგაზრდებს მერიის საქმიანობაში აქტიური ჩართვისთვის, დღეს რამდენიმე პლატფორმა აქვთ და ერთ-ერთი […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ საქართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელ მინდია ივანიშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ქალაქის მერმა საქართველოს პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, რუსთავის მუნიციპალურ ინსპექციაში განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა და გარემოს დაცვის კუთხით, ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. ,,გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრის ფორმატში […]