რუსთავის სკოლების 149 ოქროსმედალოსანმა, სპეციალურად მათთვის მოწყობილ მიღებაზე, მერიის ფულადი ჯილდო მიიღო. საზეიმო მიღებაზე მისულმა ახალგაზრდებმა ფულადი ჯილდოს გარდა, საჩუქრები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებისგანაც მიიღეს. სპეციალურად მათთვის დაწესებული პრიზები, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა. რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ოქროს მედალოსნებს, სპეციალური სიგელები ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ნინო ლაცაბიძემ მათ სკოლის ოქროს მედალზე დამთავრება მიულოცა და შემდგომი […]