Oxygen Fest-ის ფარგლებში რუსთავში ,,კინო დღეები 2023“ ტარდება

რუსთავში, ფესტივალ Oxygen-ის ფარგლებში ,,კინოს დღეები 2023’ გაიხსნა. ქალაქის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილ ,,ოქსიგენის“ საფესტივალო სივრცეში, მაყურებელს, ქართული მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ნახვის შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში უფასოდ ექნება. ,,კინო დღეები 2023“-ის პირველ დღეს რუსთავის პარკის ღია კინო-თეატრში, რეჟისორ სალომე ვეფხვაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის „მე, ისინი და მამა“ და ილია ასიტაშვილის „სამზადისის“ ჩვენება მოეწყო. […]

რუსთავში Oxygen Fest-ი ტრადიციულად Fishing Fest-ით გაიხსნა

რუსთავში Oxygen Fest-ი ტარდება. წელს ფესტივალი განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა. რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მოწყობილი საფესტივალო სივრცე, ორი დღის განმავლობაში თევზჭერის მოყვარულებს მასპინძლობდა. 4, 5 და 6 ივლისს კინომოყვარულებს დაეთმობა, გაიმართება სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი საავტორო ფილმების ჩვენება. ფესტივალის მთავარი მუსიკალური ნაწილი კი რომლის სლოგანიცაა „ჩაისუნთქე ისტორია“ 7, 8 და 9 ივლისს შედგება. Oxygen Fest- […]

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

რუსთავში, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 2023 წლის ბოლომდე, მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში, კიდევ 100 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. პროექტი, რუსთავის მერმა მოსახლეობას წლის დასაწყისში, ქალაქის ახალი განვითარების გეგმასთან ერთად წარუდგინა. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროცესი, დღეისთვის, ქალაქის რამდენიმე უბანში ერთდროულად მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სამუშაოების მიმდინარეობას, ინფრასტრუქტურის სამსახურის, ,,რუსთავის კორპუსისა” […]