რუსთავის მერმა ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს, ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში მიმდინარე რეფორმები გააცნო

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების ხელმძღვანელებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმა, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. რუსთავის მერმა შეხვედრის მონაწილეებს, ბაგა-ბაღების რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე კახა გურული და სამსახურის ხელმძღვანელები დაესწრნენ. ქალაქის მერის განცხადებით, ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია N1 […]