რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მუსიკალური საღამო“ გაიმართა

პრემიერის ინიციატივითა და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, რუსთავში, ახალგაზრდობის პარკში, „მუსიკალური საღამოს“  ფარგლებში, ღონისძიებები გაიმართა. პარკის ტერიტრიაზე მოწყობილ სივრცეებში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყო, გაიმართა ადგილობრვი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, საღამო კი  ქართველი შემსრულებლების  კონცერტით დასრულდა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ‘ქართული ოცნების” წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების […]