ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილთა განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. პროექტის ფარგლებში, რუსთავში, მე-18 მიკრორაიონის მიმდებარედ, ოთხი 10- სართულიანი, 800 ბინაზე გათვლილი ახალი კორპუსი შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და დევნილთა, ეკომიგრანტთა და […]