მერიის მიერ გრძელდება ჩართულობა პროცესში, რომელიც აუცილებლად გააუმჯობესებს ჩვენი ქალაქის წყლით მომარაგებას – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, კომპანია ,,რუსთავის წყლის“ მფლობელი GGU ჯგუფის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსს შეხვდა. შეხვედრაზე, ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანიის მიერ უკვე შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ,,GWP-ის წარმომადგენლებთან დღეს გვქონდა მორიგი სამუშაო შეხვედრა, ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომელთაც კომპანია, რუსთავში დღეს ახორციელებს. ჩვენ ასევე ვისაუბრებთ 2024-2026 წლების […]