რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქის სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს შეხვდა. რუსთავის მერმა, მათ ქალაქის ახალი განვითარების გეგმის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ნინო ლაცაბიძემ, რუსთავში სახელოვნებო სფეროს განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის მიმდინარეობისას, სამუსიკო სკოლების თანამშრომლების რეკომენდაციებისა და წინადადებების მოსმენა მისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. მუსიკალური სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას რუსთავის […]