მიმდინარე წლის 31 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, ქალ მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და რუსთავის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართება.