სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს “რუსთავის ფოლადის” არასახიფათო ნარჩენების განთავსებისა და დამუშავების საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენების განთავსება და დამუშავება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს ,,რუსთავის ფოლადი”; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი:  ქ. რუსთავი, წიდასაყარი, მიმდებარე ტერიტორია; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: • 2023 წლის 26 აპრილი, 11:00 საათი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ […]

რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა

რუსთავში, 9 აპრილის ტრაგედიიდან 34 -ე წლისთავი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან  32-ე წლისთავი, გვიან ღამით დამოუკიდებლობის ხეივანში აღინიშნა. საქართველოს დროშის ფერებში განათებულ 9 აპრილის მემორიალთან, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს  პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ახალგაზრდებთან და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად მივიდნენ. მემორიალი მათ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს 9 აპრილის […]

რუსთავში, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა

რუსთავში, დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში ბინა კიდევ რამდენიმე ოჯახს გადაეცა. საქართველოს მთავრობის განკარგულების ასლი ბენეფიციარებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გადასცეს. რუსთავში, ბინების […]

რუსთავსა და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

რუსთავს, სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.  სტუმრები რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილს და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებს შეხვდნენ. ნინო ლაცაბიძემ სტუმრებს რუსთავში მიმდინარე პროექტები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რუსთავსა და სომხეთის ქალაქ იჯევანს შორის, დამეგობრების […]

სკოპინგის განცხადება – რუსთავის მუნიციპალიტეტში, შპს ,,ლევ 2019-ის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ლევ 2019“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი (საწარმოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: 02.07.02.042); საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო; დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2023 წლის 3 აპრილი, 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; […]

რუსთავის მერიის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, პირველი მოქალაქეთა ასამბლეა რუსთავში გაიმართება

მოქალაქეთა ასამბლეა დემოკრატიული გადაწყვეტილების მიღების ფორმაა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, დამოუკიდებლად და ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, ერთობლივად განსაზღვრონ ქალაქის მომავალი. ასამბლეის წევრები შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მოქალაქეები არიან, რომლებიც ერთად ქმნიან მრავალფეროვან, დემოგრაფიულად წარმომადგენლობით ჯგუფს, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა, მაგალითად, ასაკი, სქესი, განათლების დონე. მოქალაქეთა ასამბლეაში მონაწილეობისათვის, კომპიუტერული ალგორითმის მეშვეობით,  რუსთავის მასშტაბით, შემთხვევითობის პრონციპით შეირჩა 200 მისამართი, […]

რუსთავის მერიაში სტუდენტური პროგრამა – ,,მართე შენი ქალაქი“ გრძელდება

რუსთავის მერიაში,  ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის მიერ ინიცირებული პროგრამის – ,,მართე შენი ქალაქი“ მორიგი ეტაპი დაიწყო. პროექტი ერთ წელზე მეტია რაც მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის მუშაობას, უკვე 50 – მდე რუსთაველი ახალგაზრდა გაეცნო. ნინო ლაცაბიძე, დღეს მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ანელი ჩხარტიშვილთან და პროექტის მენეჯერ მარიამ ლაცაბიძესთან ერთად, სტაჟირების პროექტის ახალი […]

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს ახალი ეკიპირება გადაეცათ

მუნიციპალური ტრანსპორტის სერვისისა და დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მუნიციპალური ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და კონტროლიორებს ახალი ეკიპირება გადაეცათ. სპეცფორმის და საჭირო ტექნიკის 880 კომპლექტი, ტრანსპორტის თანამშრომლებს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა ბენდელიანმა გადასცეს. რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერის ინიციატივით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად გაიზარდა მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებაც. […]

ნინო ლაცაბიძემ ,,რუსთავის წყლის“ ხელძღვანელობისგან, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაცია მოისმინა

რუსთავის მერიის მოთხოვნით და სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია ,,რუსთავის წყალი“ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. აღნიშნულ პროექტში, კომპანია ჯამში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს. მსგავსი მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. პროექტის მიმდინარეობის შესახებ, რუსთავის მერიაში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი […]

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ

რუსთავის მერიისა და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის“ ინიციატივით, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებულ მძღოლებს, სრული სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. უფასო სამედიცინო აქცია, დღეს დაიწყო და მაისამდე გაგრძელდება. ,,რუსთავის მერია ზრუნავს თავისი თანამშრომლების, კერძოდ, მუნიციპალურ ავტოტრანსპორტში დასაქმებული მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, მათ მიერ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანაზე. სწორედ ამიტომ, მერიის ინიციატივითა და ,,მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი-რუსთავის“ ჩართულობით, დაიგეგმა საკმაოდ მასშტაბური სამედიცინო […]