რუსთავში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართა ნიჩბოსნობაში

რუსთავის ცენტრალურ პარკში, ნიჩბოსნობის აკადემიის ბაზაზე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირი, პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას, ქართველი და სომხეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იღებდნენ. ტურნირს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციისა და […]

28-29 ოქტომბერს, რუსთავის პარკში, დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ტურნირი გაიმართება ნიჩბოსნობაში

რუსთავის  ცენტრალურ პარკში, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა გაიმართება ნიჩბოსნობაში. ტურნირში მონაწილეობას რუსთავის, თბილისის, დუშეთის, ბათუმის,  მცხეთის, ფოთის, ქუთაისის და სომხეთის გუნდები მიიღებენ. გამარჯვებულები თასებით, მედლებით და სიგელებით  დაჯილდოვდებიან. ალექსანდრე წივწივაძის სახელობის ღია პირველობა ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება. ტურნირი მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდება.

ნინო ლაცაბიძე – რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ აღმოსაფხვრელად, მაგისტრალურ ქსელზე მასშტაბური სამუშაოები გრძელდება

რუსთავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია GWP-იმ ხრამის სათავე ნაგებობიდან გამომავალი მაგისტრალური ქსელის განახლების სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, სამუშაოებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნენ. ,,რუსთავში წყალმომარაგების მიმართულებით, პრობლემების საბოლოოდ […]

შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის საჯარო განხილვის შესახებ

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ მიერ ქ. რუსთავში მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო ენტერპრაიზი“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და […]

საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის შესახებ

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგეტიკა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: საქართველო (მთელი ქვეყნის მასშტაბით) საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაგეგმილი საქმიანობის სგშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: · 2023 წლის 1 დეკემბერი, 11:00 საათი, […]

რუსთავის მერია, მეცნიერ შალვა ამონაშვილთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს

რუსთავის მერია, აკადემიკოს შალვა ამონაშვილთან ერთად, ქალაქის ბაგა-ბაღებში, მოზარდის განვითარებაზე მეტად ორიენტირებული მეთოდიკის დანერგვაზე მუშაობს და ცნობილ მეცნიერთან ერთად, ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტი – ,,სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში”, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. პროექტის პრეზენტაცია, დღეს შალვა ამონაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ, მედიათეკაში გამართულ შეხვედრაზე წარადგინეს. […]

რუსთაველი მოქანდაკის, ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში

რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოში, რუსთაველი მოქანდაკისა და მხატვრის ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. თამარ მეფის სახელობის დარბაზში, ხელოვანის 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ზაქარია გულისაშვილის სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრების გამოფენა, პერიოდულად იმართება ქვეყნის სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში. ხელოვანის ორი ნამუშევარი, ამჟამადაც გამოფენილია საქართველოს ეროვნულ გალერეაში. რუსთაველი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, […]

რუსთაველი მხატვრის, ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში, რუსთაველი მხატვრის, ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყობა.