რუსთავში ,,რუსთავქალაქობისთვის“ მზადება მიმდინარეობს

რუსთავში, დღეს ,,რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყება, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობს. ,,რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა, უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა. ,,დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. საღამოს 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყება. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. მე დარწმუნებული […]

ნინო ლაცაბიძე – დღეს, ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ აზოტის საწარმოში, რუსთაველებისთვის სამუშაო პირობები უნდა გაუმჯობესდეს და ეკოლოგიის მიმართულებით, მმართველმა კომპანიამ უფრო ძლიერი და ეფექტიანი ნაბიჯები გადადგას

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სს საზოგადოება ,,რუსთავის აზოტის“ მმართველი ,,ინდორამა კორპორაციის” ( Indorama Corporation)თავმჯდომარეს შრი პრაკაშ ლოჰიას, ვიცე-თავმჯდომარე ამიტ ლოჰიას და  ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ, ,,რუსთავის აზოტი-ინდორამას“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ და ,,ინდორამა კორპორაციის“ თავმჯდომარემ, საწარმოში მიმდინარე და უკვე განხორციელებულ ინვესტიციებზე, დასაქმებულთათვის შრომითი პირობების გაუმჯობესებაზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონით […]

ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინიციატივის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე რეგიონულ ურბანულ ფორუმს ესწრება. ფორუმის მიზანია ქალაქების წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტურად გადაჭრისა და კრიზისის მართვის გზების შემოთავაზება, ინოვაციური მიდგომებისა და სტრატეგიული თანამშრომლობის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს არსებული ურბანული სივრცეების უფრო მწვანე და მდგრად გარემოდ გარდაქმნას. ღონისძიებას, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები […]

რუსთავში, ახალი მხატვრული ფილმის – “სოხუმი” რამდენიმე სცენას გადაიღებენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ერთობლივი მხარდაჭერით, კინოკომპანია „შვიდკაცა+“ ახალი ხუთსერიანი მხატვრული ფილმის – „სოხუმი“ გადაღების პროცესს იწყებს. ფოლმის გადაღება 28 სექტემბერს დაიწყება და 25 ნოემბრამდე გაგრძელდება. შემოქმედებითი ჯგუფის მიერ, ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად შერჩეულია რუსთავის ე.წ ძველი ნაწილი. გაცნობებთ, რომ რუსთავში დაგეგმილი ზოგიერთი სცენის გადაღების დროს საჭირო იქნება […]

რუსთავის მედიათეკაში, ახალი პროექტი ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან” დაიწყო

რუსთავის მედიათეკამ, ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის – ,,შეხვედრები ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან“ ფარგლებში, მედიათეკის სივრცემ ფსიქოლოგსა და მკვლევარს ზურა მხეიძეს უმასპინძლა. ზურა მხეიძესთან შეხვედრას, ახალგაზრდებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე დაესწრო. ,,პირველ რიგში მისასალმებელია ის, რომ რუსთავში შეიქმნა სივრცე, სადაც აუდიტორიას თავისუფლად შეეძლება მოსვლა და მისთვის საინტერესო თემების მოსმენა. ბოლო წლების განმავლობაში, ასეთი სივრცეები, სადაც […]

რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართა

რუსთავში, სოხუმის დაცემის 30 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ახალ მედიათეკაში, ახალგაზრდებს, ჟიული შარტავას მეგობარი და კოლეგა, რუსთავის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი, ქალაქის ყოფილი მერი და საპატიო მოქალაქე სოსო არეშიძე შეხვდა, რომელმაც 1993 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენები, სოხუმის დაცემის ტრაგიკული და ჟიული შარტავასთან გატარებული ბოლო დღეები გაიხსენა. ახალგაზრდებთან […]

რუსთავში, ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა – შპს „მშენებელი 2004“-ის ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „მშენებელი 2004“ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო […]

რუსთავის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ძველი რუსთავის რესტავრაციის პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ. როგორც რუსთავის მერმა განაცხადა, რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ქალაქისთვის ფასდაუდებელია. ,,ჩვენი ქალაქისთვის რეგიონული განვითარების ფონდის დახმარება ფასდაუდებელია, გამომდინარე იქედან, რომ […]