რუსთავში, კიდევ ერთი შიდასაუბნო რეკრეაციული ზონის მოწყობა დასრულდა. ახალი დასასვენებელი სუვრცე, 21-ე მიკრორაიონში, N7, 8 და 9 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარეობს და 3486 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ,,რუსთავის მერია მაქსიმალურად ცდილობს მოსახლეობის ინტერესებისა და მოთხოვნების გათვალისწინებას. როგორც ცენტრალური ქუჩების განვითარებაა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ასევე პრიორიტეტულია შიდასაუბნო სივრცეების მოწყობა ისე, რომ ბავშვებს სპორტული აქტივობების შესაძლებლობა ჰქონდეთ […]
რუსთავში, ქალაქის შესასვლელში ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის მონტაჟი მიმდინარეობს. კომპოზიციის ავტორი მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა. მონუმენტი ქალაქის შესასვლელში, მოედანზე 2003 წელს დაიდგა, რამდენიმე წელში, კი მისი დემონტაჟი განხორციელდა. რუსთავის მერიამ, მოსახლეობის მოთხოვნით, ქალაქის შესასვლელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ,,თავისუფლების რაშების“ დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ,,რუსთავის შემოსასვლელში მიმდინარეობს ,,თავისუფლების რაშების“ მონუმენტის აღმართვა. წლების განმავლობაში, ეს მონუმენტი ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას […]
რუსთავში, ახალგაზრდებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად, კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. დღეიდან, რუსთაველი ახალგაზრდები, თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური განათლების ცენტრით – მედიათეკით ისარგებლებენ. არაფორმალური განათლების ახალი ცენტრი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან ქვემო ქართლში გიორგი დოხტურიშვილთან, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან […]
რუსთავის მერიის დაფინანსებით, 6-დან 16 სექტემბრამდე, საქართველოს უსინათლოთა კავშირის რუსთავის ფილიალის ბენეფიციარები რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ციხისძირში იმყოფებოდნენ. პროექტის ბენეფიციარებმა 10 დღის განმავლობაში, მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და კულტურულ აქტივობაში, მოეწყო გასვლითი ღონისძიებებიც. პროექტი ასევე ითვალისწინებდა ინდივიდუალურ და ჯგუფურ შეხვედრებს ფსიქოლოგთან.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან ერთად, GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსსა და კომპანიის დირექტორატის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის მოთხოვნით, GWP-ის წარმომადგენლებმა 30 მილიონიანი საინვესტიციო გეგმის შესრულების დეტალური ანგარიში წარადგინეს და განხორციელების პროცესში წარმოქმნილ შეფერხებებზე განმარტებები გააკეთეს. ,,მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ჩართულები ვიქნებოდით ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით […]
რუსთავში, ახალი სასწავლო წლის დაწყება სპეციალურად ახალგაზრდებისთვის მოწყობილი კონცერტით აღინიშნა. რუსთავის მერიის ორგანიზებით, დავით კლდიაშვილის სახელობის ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, რუსთაველებისთვის ჯგუფ ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტი ჩატარდა. “ჩვენს მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, მთელი გულით ვულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, რადგან მათ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. გვინდოდა, რომ დღევანდელი დღე პოზიტოურად დამახსოვრებოდათ და ყველა ერთად ვყოფილიყავით. მიხარია, რომ […]
ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება. ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულების ფაზაშია. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან ერთად, ქაშაკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ბოლო ეტაპზე, აღნიშნულ ქუჩაზე დაირგო ხე-მცენარეები და გაზონებზე დაიყარა დეკორატიული მულჩი. ,,რუსთავის ძველ უბანში სამი მნიშვნელოვანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 1 […]
რუსთავის მერია 15 სექტემბერს გიწვევთ „რეზო და ბავშვები“-ს კონცერტზე. ღონისძიება გაიმართება კლდიაშვილის სახელობის ახლადრეაბილიტირებულ სკვერში. 18:00 საათი – ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა 20:00 საათი – „რეზო და ბავშვები“-ს კონცერტი