ბრძანება
რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP -იმ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის, რუსთავის მერისა და საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის წინაშე, 2024-2026 წლებში დაგეგმილი პროექტების, ასევე 2022-2023 წლებში განხორციელებული საინვესტიციო გეგმის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინა. 2024 წელს, რუსთავში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 18 მილიონ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს, საიდანაც […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის-,,კესანე“ აღსაზრდელების მშობლებს შეხვდა და ის ახალი სოციალური პროგრამები გააცნო, რომელსაც რუსთავის მერია 2024 წლის განმავლობაში განახორციელებს. ,,განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლებთან სისტემატურად გვაქვს შეხვედრები იმისთვის, რომ სწორედ, ბავშვებზე ორიენტირებული გარემო და სერვისები შევქმნათ, როგორც განათლების, ასევე სპორტული თუ სახელოვნებო მიმართულებით. დღევანდელ შეხვედრაზე, მშობლების მხარდამჭერი პროგრამის აუცილებლობაც გამოიკვეთა, რაზეც ჩვენ […]
რუსთავს კიდევ ერთი სრულად განახლებული ქუჩა შეემატება. პროექტი, რომლის განხორციელებასაც რუსთავის მერია იწყებს, ტაშკენტის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რუსთავის მერის მოადგილეები, კახა გურული და ბესიკ ტოგონიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნებისა” და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ტაშკენტის ქუჩის რეაბილიტაცია რომელიც დავიწყეთ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი […]
რუსთავში, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, კიდევ ერთ ლოკაციაზე დაიწყო. პროექტი, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, 11 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის, ტროტუარების, ახალი სანიაღვრე ქსელის, მწვანე სივრცეების, გარე განათების სისტემისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. მოწესრიგდება მიმდებარე კორპუსების სადარბაზოებთან მიმავალე სივრცეც. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პროექტის მიმდინარეობას, მოადგილეებთან კახა გურულთან და ბესიკ ტოგონიძესთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ […]
შპს „რუსთავის ფოლადის“ მიერ რუსთავის მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: მეტალურგიული საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს რუსთავის ფოლადი დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი დაგეგმილი საქმიანობის გზშ ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2024 წლის 20 თებერვალი, 12:00 საათი, […]