ნინო ლაცაბიძე-,,იმ ეკოპროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც ქალაქში გვაქვს დაგეგმილი, უმნიშვნელოვანესია რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-განვითარება”

რუსთავში მნიშვნელოვანი ეკოლოგიური  პროექტის-ჭალის ტყის განვითარებაზე იწყება მუშაობა. სტრატეგიული დოკუმენტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რუსთავის მერიის და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) ჩართულობით შეიქმნა და რუსთავის ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას და კონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების დეტალები, მუნიციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, გასვლითი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილა. ,,რუსთავის ეკოლოგიის […]