დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე რუსთავში ,,აზდაკის ბაღის” სპექტაკლის პრემიერით აღნიშნეს

რუსთავმა, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ,,აზდაკის ბაღის’ ინტეგრირებულ თეატრს უმასპინძლა. თეატრის დასმა, რუსთაველ მაყურებელს ნოდარ დუმბაძის ,,Hellados”-ის მიხედვით დადგმული სპექტაკლი შესთავაზა. პრემიერას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მერის მოადგილე ოთარი ტატალაშვილი, სახელოვნებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხატია ფოცხვერაშვილი ახალგაზრდებთან ერთად დაესწრნენ. ,,დღეს ,,აზდაკის ბაღის” ინტეგრირებული თეატრის დასს ვუმასპინძლეთ რუსთავში. სიმბოლურია, რომ მათი სპექტაკლის – ,,ჰელადოსის” პრემიერა დაუნის […]