რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩ მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს რაზვან როტუნდუს შეხვდა. შეხვედრას რუსთავის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მიხეილ მუზაშვილი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალაქის მერმა სტუმრებს მუნიციპალური სერვისების ახალი ცენტრი დაათვალიერებინა. ნინო ლაცაბიძემ ელჩებს რუსთავის განვითარების გეგმა გააცნო და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების […]