იხილეთ დანართი
2024 წლის 23 თებერვალს, სსდ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარადგინა გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში „ნატახტარი (წიწამური)- რუსთავის მონაკვეთის ლოჭინის კვანძიდან რუსთავამდე უბნის (ლოტი N5) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადება. გზშ-ის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: […]
რუსთავში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჩატარდება. ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში გაიმართება, რომელმაც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში, რუსთავის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა. 2024 წლის სიმპოზიუმისთვის მზადება, რუსთავის მერიამ უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, ღონისძიებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დასუფთავება და სიმპოზიუმის სივრცის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ,,კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და ლამაზი ტრადიციის აღდგენისთვის ვემზადებით. […]