რუსთავში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლისთავი აღნიშნეს

რუსთავში, საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლისთავი აღნიშნეს. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებმა და ქალაქის მერის მოადგილეებმა, ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და ეროვნული გმირის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს. „საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. დღეს მის მემორიალთან […]