ნინო ლაცაბიძე, ირაკლი შატაკიშვილი და დავით ნარმანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, წყალმომარაგების კომპანიის პროექტების მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ

რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, კომპანია GWP-იმ სემეკში წარდგენილი გეგმის შესაბამისად, მეგობრობის გამზირისა და გაგარინის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, კომპანია GWP-ის გენერალურ დირექტორ ხოსე მიგელ სანტოსთან ერთად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგის მიზნით ადგილზე გაეცნენ. ,,რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, […]