რუსთავში ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი ,,ქართული” ტარდება. კონკურს-ფესტივალის მიზანი, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაცია და ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელშეწყობაა. სპეციალურად ,,ქართულისთვის” საფესტივალო სივრცე რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბის ნაპირზეა მოწყობილი. ფესტივალის საზეიმო გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი დაესწრნენ. ,,რუსთავში განწყობა ნამდვილად ქართულია, ცენტრალურ პარკში გაიხსნა ახალი ფესტივალი – ,,ქართული”, 27 აპრილამდე ვმასპინძლობთ როგორც […]