რუსთავის მერია სარეაბილიტაციო-განმავითარებელ ცენტრ ,,კესანესთვის” ახალი შენობის აშენებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და მერის მოადგილე ოთარ ტატალაშვილი, ,,კესანეს” აღსაზრდელების მშობლებს და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრის ახალი შენობის პროექტზე და იმ სერვისებზე ისაუბრეს, რომლებსაც მუნიციპალიტეტი აუტისტური სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისთვის ახორციელებს. „რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი […]
რუსთავში, გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენებული კულტურის სახლის ისტორიული შენობის სრული რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დასრულების ეტაპზეა. რუსთაველი ახალგაზრდების ჩართულობით შემუშავებული თანამედროვე კონცეფციის თანახმად, განახლებულ შენობაში „არტ-პავილიონი” დაიწყებს ფუნქციონირებას. ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო. „ჩვენს ქალაქში, 1948 წელს კლასიციზმის არქიტექტურული სტილით ნაშენებ შენობას, რესტავრაცია-რეაბილიტაციისას ავთენტური იერსახე შევუნარჩუნეთ. კულტურის სახლის განახლებასთან ერთად, […]
მიმდინარე წლის 18 აპრილს, 15:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,ელისი საოცრებათა ქვეყანაში” გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/…/elisi-saocrebata.
მიმდინარე წლის 16 აპრილს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, სპექტაკლი ,,გოგოების ფერმა” გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/events/90/fabrikis-gogoebi
რუსთავში, 1989 წლის 9 აპრილიდან 37-ე და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან 35-ე წლისთავი გვიან ღამით აღინიშნა. რუსთაველ ახალგაზრდებთან და 9 აპრილის მოვლენების მონაწილე რუსთაველებთან ერთად, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, დამოუკიდებლობის სკვერში შეიკრიბნენ. „37 წელი […]
რუსთავის მერია წინასააღდგომოდ სასაფლაოების დასუფთავების მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. ქალაქის სასაფლაოს ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო „რუსთავ სერვის ცენტრის“ დასუფთავების და გამწვანების სამსახურების 400 თანამშრომელი, ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკაც. „რუსთავში, როგორც ძველი, ასევე ახალი სასაფლაოს ტერიტორიის დასუფთავება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში ჩართულია „რუსთავ სერვის ცენტრის“ 400 თანამშრომელი, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. სასაფლაოს ტერიტორიიდან ხდება როგორც დაგროვილი ნარჩენების გამოტანა, […]
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების სრულ განახლებას ითვალისწინებს, აქტიურ ფაზაშია. ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდა ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად […]
რუსთავის მერიის სტუდენტური სტაჟირების პროგრამის – „მართე შენი ქალაქი“ მონაწილე ახალგაზრდებმა, სტაჟირების ერთი დღე, საქართველოს პარლამენტში გაატარეს. საკანონმდებლო ორგანოში სტუდენტებს, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილი შეხვდა. ახალგაზრდები პარლამენტის საქმიანობას გაეცნენ და კომიტეტის იმიტირებულ სხდომაში მიიღეს მონაწილეობა. პლენარულ სხდომათა დარბაზში, ახალგაზრდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიესალმა. […]
მიმდინარე წლის 3 და 4 აპრილს, 20:00 სააათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში, ქართველი კლასიკოსის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის – „სოლომან მორბელაძე“ პრემიერა გაიმართება. იხილეთ ბმული: https://rustavitheatre.slr.ge/