გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ – ქ. რუსთავში შპს „სტანდარტ ცემენტის“ ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტი

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით შპს „სტანდარტ ცემენტის“ მიერ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოდგენილია ქ. რუსთავში ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და კანონით გათვალისწინებული თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც განთავსდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხ. ბმული – https://nea.gov.ge/Ge/GZSH/974). აღნიშნულ პროექტზე გარკვეული საკითხების დაზუსტების მიზნით, 2023 წლის 9 იანვრის N21/19 წერილის საფუძველზე სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ […]

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა – ქ. რუსთავში შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრის“ ძირითადი არაორგანული ნაერთების (ამორფული ბორის) საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მაღალი ტექნოლოგიების ეროვნული ცენტრი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, მშვიდობის ქუჩა N 12 დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2023 წლის 4 აპრილი, 13:00 საათი, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობა; საჯარო განხილვის ორგანიზატორი: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. გარემოზე […]

რუსთავის ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

რუსთავში, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ღია საგამოფენო სივრცეში, რუსთაველი ქალი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. საგამოფენო სივრცეში 40-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.

სკრინინგის განცხადება – ქ. რუსთავში, შპს „ჯეო-ფილერის“ სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი საწარმოს ექსპლუატაციის პროექტი

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „ჯეო-ფილერი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავში, ჯავახიშვილის ქ. №9; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2023 წლის 10 მარტის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას  მიუთითოთ  შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). სკრინინგის […]

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან,  საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში, ისეთი პროექტების პარალელურად, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, […]

7 მარტს, რუსთავის თეატრი ჟიული შარტავას შესახებ სპექტაკლს წარმოადგენს

7 მარტი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების დღეა. მას 79 წელი შეუსრულდებოდა.  აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 მარტს, 20:00 საათზე, რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატული თეატრი ნინო სადღობელაშვილის პიესის ,,დაბადების დღე“ მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძეა. სპექტაკლი საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მიერ სოხუმში გატარებული უკანასკნელი […]

რუსთავში, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 25 ოჯახს გადაეცა

რუსთავში, წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საკუთრებაში კიდევ 25 ოჯახს გადაეცა. დაკავებული ფართი. ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ, მოსახლეობას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მერის პირველ მოადგილე კახა გურულთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გააცნეს […]

რუსთავის მერიამ ახალგაზრდებთან ერთად, ახალი კამპანია -,,თაობა მომავლისთვის“ დაიწყო

,,თაობა მომავლისთვის”- ამ სახელწოდების ახალ კამპანიას რუსთავის მერია, ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებს. კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. ,,თაობა მომავლისთვის“ რუსთავის მე-4 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებთან შეხვედრით გაიხსნა. შეხვედრას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი თამარ წულეისკირი, თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე, მუსიკოსი ლაშა […]

რუსთავის მერია ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას იწყებს

მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, რუსთავის მერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სერვისების განახლებას იწყებს. მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას შეამოწმებენ. მონიტორინგის პროცესის დაწყებამდე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. […]

რუსთავში სამი ცენტრალური მოედნისა და შესასვლელის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპი დაიწყო

რუსთავის მერიამ, ქალაქის შემოსასვლელისა და სამი მოედნის რეკონსტრუქციის პროექტის ბოლო ეტაპის განხორციელება დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს დილიდან შოთა რუსთაველის სახელობის მოედანზე მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით, ტერიტორიაზე გზის ძველი საფარის მოხსნა მიმდინარეობს, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა. სამუშაოების მიმდინარეობა,  რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია […]