რუსთავის მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ორგანიზებით, ცურტაველის მოედნის მიმდებარედ, ახალ საგამოფენო სივრცეში ”Art ბაზარი“ მოეწყო. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შვილებთან ერთად დაესწრო. ,,დღევანდელი ”Art ბაზარი“, რომელიც ძალიან კარგ, ახლადრეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო, იყო ახალგაზრდების მოთხოვნა. მათი სურვილი იყო, რომ მცირე მეწარმეებს უფრო მეტად შევუწყოთ ხელი და ასევე შეგვექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები შაბათ-კვირას განიტვირთებოდნენ კარგი მუსიკის ფონზე […]
კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გრძელდება. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამჯერად, მე-16, მე-14 და 1-ელი საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდა. შეხვედრებს, ქალაქის მერთან ერთად, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრები, საკალათბურთო კლუბის ,,რუსთავი“ მწვრთნელი ანატოლი ბოისა, საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” გოგონათა გუნდის ხელმძღვანელი ნინო პასიკაშვილი და მერიის ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანელი […]
რუსთავში, დასასრულს უახლოვდება გზის დაგების სამუშაოები გონაშვილის დოლიძის და ჩოხელის ქუჩებზე, სადაც დღემდე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა. პროექტის მიხედვით, 3200 კვადრატულ მეტრ ფართობზე, არმირებული ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელიც. პროექტის ბოლო ეტაპის მიმდინარეობას, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად, ადგილზე გაეცნო რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და მიმდებარე ტერიტორიის […]
შიდასაუბნო სივრცეების განვითარებისა და მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში, მე-15 მიკრორაიონში მოწყობილ ახალ საზოგადოებრივ სივრცეში, გამწვანების აქცია გაიმართა. გამწვანების აქციაში მონაწილეობა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, ახალ სკვერში არსებული იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, რუსთაველი ახალგაზრდებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ,,რუსთავსერვისცენტრის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ,,გაზაფხულის დადგომასთან […]
მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, რუსთავის მერიის მიერ დაწყებული, ესთეტიკური და კოსმეტიკური ცენტრების მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში, დღეს, თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობის და კონტროლის მუნიციპალური ცენტრის ეპიდემიოლოგებმა, რუსთავში არსებული სილამაზის სალონების წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგი რუსთავის მერიის და ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის’’ ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე, ქალაქში მოქმედი კოსმეტიკური ცენტრების წარმომადგენლებს, დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ […]
რუსთავის მერიამ მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი პროგრამა აამოქმედა. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზე და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ორიენტირებული მუნიციპალური მომსახურება, C ჰეპატიტის, აივ/ შიდსის და ტუბერკულოზის სკრინინგს ითვალისწინებს. პროგრამას, რუსთავის მერიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი ახორციელებს. კამპანია, სოციალურად აქტიურ მუნიციპალურ სამსახურებში ლაბორატორიული კვლევების ადგილზე ჩატარებასაც ითვალისწინებს. ახალი პროგრამის ბენეფიციარები, 18 […]
რუსთავის მერიის ინიციატივით, თბილისის საკრებულოში, საქართველოს დამსახურებული მხატვრისა და მოქანდაკის, რუსთავის საპატიო მოქალაქის, არაერთი საპატიო წოდების მქონე ხელოვანის, გიორგი ჩალაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მოეწყო. ,,ჩემი დიდი სურვილი იყო და ამაში თითოეული რუსთაველის აზრი ემთხვევა, რომ ბატონი გიორგის შემოქმედება, რომელიც 92 წლისაა და ძალიან დიდი ცხოვრებისეული გზა განვლო რუსთავში, კიდევ უფრო მეტ ადამიანს ენახა. დიდი მადლობა […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის დირექტორ კევინ მაკლოკლინს და პროგრამის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. ნინო ლაცაბიძემ შეხვედრაზე მუნიციპალური სერვისების განვითარების კუთხით, რუსთავში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. რუსთავის მერმა USAID- ის წარმომადგენლებს ახალი მუნიციპალური სერვისცენტრის მიმდინარე პროექტიც გააცნო. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო და კერძო […]
რუსთავის მერიის და ახალგაზრდების ერთობლივი კამპანიის- ,,თაობა მომავლისთვის“ ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება. ნინო ლაცაბიძე, ამჯერად მე-11 სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. ახალი კამპანიის მიზანი, რუსთავის განვითარების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობის გაძლიერება და მნიშვნელოვანი პროექტების მათთან ერთად დაგეგმვაა. კამპანიის ,,თაობა მომავლისთვის” ფარგლებში, ანალოგიური შეხვედრები, რუსთავის ყველა კერძო და საჯარო სკოლაში გაიმართება.
საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის” 11 წლამდე გუნდმა ლიეტუვაში ატეიტის თასის გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა. რუსთაველებმა 28 გუნდს შორის მე-7 ადგილი დაიკავეს. ატეიტას თასის გათამაშებაზე, გუნდი რუსთავის მერიის დაფინანსებით გაემგზავრა. 2022 წელს, “რუსთავის” 11 წლამდე გუნდი სამი პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა (Ateitis CUP 2022 Batumi, ბენდელას თასი, ელიტ ლიგა).