რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ანდრეას კიფერს ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, რუსთავში იმყოფებოდა.

ანდრეას კიფერს, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მუნიციპალური სერვისების ცენტრში უმასპინძლა, მოგვიანებით, კი ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა.

ნინო ლაცაბიძემ, ანდრეას კიფერს, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით გატარებული და დაგეგმილი რეფორმები, ასევე ქალაქის განვითარების ახალი ხედვა და გეგმები გააცნო. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე კახა გურული და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” ესწრებოდნენ.

,,დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდებთან ერთად, ანდრეას კიფერთან. ვისაუბრეთ დეცენტრალიზაციაზე, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალური სერვისების განვითარებაზე და იმ რეფორმებზე, რომელსაც რუსთავის მერიის გუნდი რამდენიმე წელია ახორციელებს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ანდრეას კიფერი, ნინო ლაცაბიძესთან ერთად, ახალგაზრდებს მედიათეკის სივრცეში პროექტის ,,თაობა რუსთაველის” ფარგლებში შეხვდა. ევროსაბჭოს კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, თვითმმართველობის მნიშვნელობაზე, ევროპული თვითმმართველობების მუშაობის სპეციფიკაზე და დემოკრატიის განვითარებაში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლზე ისაუბრა და ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა.

,,საქართველოში და საქართველოსთან მუშაობის სიამოვნება მქონდა. რუსთავში ჩემი დღევანდელი ვიზიტიც ამ მრავალწლიანი ურთიერთობის შესანიშნავი მაგალითია. შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი ქალაქის მერს, გავცნობოდი რუსთავის მუნიციპალური სერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკას და გატარებულ რეფორმებს. რუსთავში შექმნილია სანიმუშო, თანამედროვე მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი. ასევე შევხვდი ახალგაზრდებს, გვქონდა საინტერესო საუბარი ევროპულ ღირებულებებზე, მოლოდინებზე და დემოკრატიის განვითარების პროცესში მათ როლზე”, – განაცხადა ანდრეას კიფერმა.

სერვისების გაუმჯობესების და რეფორმის პროცესისთვის უფრო სისტემური ხასიათის მიცემის მიზნით, რუსთავის მერიაში შექმნილია ახალი სამსახური – მუნიციპალური რეფორმების და სერვისების განვითარების ცენტრი. ცენტრი ამ ეტაპზე, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლის, საბავშვო მედიათეკის, აიტი აკადემიის კონცეფციაზე მუშაობის გარდა, სპეციალურ ტრენინგ-კურსებსაც უწევს ორგანიზებას.

 

 

წინა ნინო ლაცაბიძე – მიხარია, რომ როგორც საფესტივალო მიმართულება, ასევე რუსთავის კულტურული განვითარება აქტიურად გრძელდება და „ოქსიგენი“ ამის ნათელი მაგალითია