11 და 12 ივლისს, რუსთავის ცენტრალურ პარკში, ისტორიულ ციხესთან არსებულ საფესტივალო სივრცეში, „ოქსიგენ-ფესტი- 2026“ გაიმართება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივლისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება. „ხმაური სიხარულისთვის“ – ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი, რუსთავის სკოლების 2026 წლის ოქროს და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დაიწყება. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213 […]