რუსთავში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს. პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და „რუსთავის კორპუსის“ ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო. „ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე […]