„ხმაური სიხარულისთვის“- ამ ლაიტმოტივით გაერთიანებული ორდღიანი ფესტივალი „ოქსიგენი“, რუსთავის სკოლების 2026 მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით გაიხსნა. ფესტივალის წითელ ხალიჩაზე 213-მა წარმატებულმა ახალგაზრდამ გაიარა. მათ, ტრადიციულად რუსთავის მერიისგან ფულადი ჯილდო და ღონისძიების სპონსორების მიერ მომზადებული სხვადასხვა საჩუქრები გადაეცათ. „ოქსიგენფესტის“ სცენაზე ასულ მედალოსნებს სკოლის წარმატებით დამთავრება მიულოცეს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი […]