„ხმაური სიხარულისთვის” რუსთავში – ,,ოქსიგენმა” ახალგაზრდა ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა

„ოქსიგენი“, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, ემოციური დასასრული ჰქონდა. ფესტივალის შემოქმედებითმა ჯგუფმა, 25 წლის რუსთაველი ახალგაზრდის თორნიკე სიუკაევის ოჯახს საჩუქრად ბინა გადასცა. ფესტივალის მთავარი სიურპრიზი ჯგუფი „რეგიონის” სოლისტმა და „ოქსიგენის” დამფუძნებელმა ლაშა ნოზაძემ სცენიდან გააჟღერა. თორნიკე სიუკაევი სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინდობით ოჯახში გაიზარდა. ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ, სხვადასხვა დაბრკოლების მიუხედავად, შეიძინა პროფესია და შექმნა ოჯახი. სიუკაევების […]