რუსთავში, კიდევ ერთი სრულად რეაბილიტირებული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი გაიხსნა. N31 საბავშვო ბაღმა, სააღმზრდელო პროცესი დღეიდან, საზაფხულო ბაღში აღსაზრდელების მიღებით დაიწყო. ბაგა-ბაღის გახსნას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი, რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ავთანდილ ჭრიკიშვილი დაესწრნენ. […]
რუსთავის მერიამ, კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტის – „რუსთავი-ცხოვრების სტილი” პირველი სეზონი დახურა. რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ სივრცეში, ახალი ახალგაზრდული პროექტის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. „რუსთავის მერიამ ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში, „გახდი შენი ქალაქის კონტენტ კრეატორი” – ამ იდეით განხორციელებულ პროექტში, 30-მა რუსთაველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროგრამაში ჩართულმა ციფრული მულტიმედიისა და პერსონალური ბრენდის შექმნის ორთვიანი სასწავლო კურსი, […]