ნინო ლაცაბიძე – დღეს ვნახეთ კარგი მაგალითი, თუ როგორ არიან ერთხმად მოწოდებულნი ,,ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“, რომ მხარი არ დაუჭირონ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამები უნდა განხილულიყო, ხმაურის ფონზე ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სხდომას რუსთავის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები პირადად წარადგინა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, კომისიის წევრებმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია […]