რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიზემ, მერის პირველმა მოადგილე კახა გურულმა, ფარმაცევტული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის #44 ბაგა-ბაღის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ,,დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფარმაცევტულ კომპანია ასტრაზენეკას, რომელმაც ასეთი ლამაზი დღე აჩუქა რუსთავის ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს. კომპანიამ ძალიან ლამაზი ხის ნერგები გადმოგვცა ქალაქს საჩუქრად და დღეს #44 ბაგა-ბაღში გვქონდა გამწვანების აქცია. ნერგების დარგვის პროცესში ჩვენი […]
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ექსპლუატაციის პირობების ცვლილება; საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „რუსელოისი“; დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი; დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2022 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge (გთხოვთ, შენიშვნის/მოსაზრების ელ.ფოსტაზე გამოგზავნისას მიუთითოთ შემდეგი ადრესატი: სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს). სკრინინგის […]
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციის წევრებს ერიკ ფაქსგარდსს, ელენა ადლექრაუტსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ დავით მელუას შეხვდა. დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შვედეთის თვითმმართველობათა ასოციაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შედიან, 7-11 ნოემბერს, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის თვითმმართველობის ასოციაციის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რუსთავს, როგორც […]