ფორუმი დღეს რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ-დრამატულ თეატრში მოეწყო და რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტები მოიცვა. დასაქმების ფორუმს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ესწრებოდნენ. 35-მა კერძო კომპანიამ დასაქმების მსურველებს 500-მდე ვაკანსია შესთავაზა. სამუშაოს მაძიებლებს, შესაძლებლობა […]
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ხელმძღვანელ გელა წიკლაურთან ერთად, მერიის თანამშრომლებს სერთიფიკატები გადასცა. 2022 წელს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 98 საჯარო მოხელემ „საჯარო აუდიტის ინსტიტუტში“ პროფესიული გადამზადების ტრენინგ-კურსები გაიარა. ,,მუნიციპალიტეტის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია რეფორმები და ამ რეფორმების მთავარი მიზანია ძლიერი საჯარო მოხელის შექმნა, ხელშეწყობა თითოეული იმ ადამიანის, ვინც ჩვენს გუნდში მუშაობს. წლის განმავლობაში მერიის […]