ნინო ლაცაბიძე – დღეს რუსთავის ოპოზიციური საკრებულო გაიქცა, გაექცა პასუხისმგებლობას რუსთაველების წინაშე

რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ ქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი არ დაამტკიცა. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდა, რომელმაც ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს თავად წარუდგინა. რუსთავის მერი თითქმის სამსაათიანი ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის კითხვებს პასუხობდა და დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტის საგნობრივი განხილვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სხდომა ორჯერ დატოვეს და დარბაზში აღარ დაბრუნდნენ, […]