ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

რუსთავის მერია აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და ქალაქის გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას

რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას. 800 ჰექტარი მიწის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, ურბანისტების საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრა გამართა, სადაც აუთვისებელი ვრცელი ტერიტორიების ურბანული განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაცია, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა. […]

რუსთაველებს როგორც დავპირდით, წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან ერთად, რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების გეგმას გაეცნო. კომპანია ,„რუსთავის წყალი“  2023 წლის ბოლომდე,  რუსთავში 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც ქალაქის წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. კომპანიის სამომავლო გეგმები  და კონკრეტული პროექტები, რუსთავის მერსა და სემეკის თავმჯდომარეს, კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე  თემურ ჯანელიძემ გააცნო. „რუსთაველებს როგორც […]