რუსთავის მერი ქვემო ქართლის ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ორგანიზებით, ბოლნისში გაიმართა. ნინო ლაცაბიძემ სიტყვით მიმართა ფორუმის მონაწილეებს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, […]
რუსთავის მერიამ 2023 წლის ბიუჯეტი საკრებულოს განსახილველად მეორედ წარუდგინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი რუსთავის ოპოზიციურმა საკრებულომ 24 ნოემბერს პირველი მოსმენით ჩააგდო და მერიას შენიშვნების დოკუმენტთან ერთად უკან დაუბრუნა. ოპოზიციური საკრებულოს მიერ გადაგზავნილი შენიშვნების დოკუმენტი მხოლოდ მათი სურვილების ჩამონათვალია, მოთხოვნები არარეალისტურია, რიგ შემთხვევაში საერთოდ სცილდება მერიის კომპეტენციას და რაც მთავარია, დოკუმენტში ასახული არცერთი პუნქტი […]