საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რუსთავში დამოუკიდებლობის სკვერი გაიხსნა. დამოუკიდებლობის სკვერი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა გახსნეს. სივრცე, რომელსაც რუსთაველები ,,დიდების ხეივნის“ სახელით იცნობდნენ, მთლიანად რეაბილიტირებულია. განახლებული რეკრეაციული სივრცე 26 მაისის ახალი მონუმენტით იწყება. სკვერში სრულად განახლდა მემორიალები, მათ შორის საქართველოს […]
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რუსთაველი მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური პორტალის – ,,სტატისტიკა ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ პრეზენტაცია გამართა. რუსთავის მუნიციპალურ თეატრში გამართულ ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელი ღასან ხალილი, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. საქსტატის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, ინტერაქტიურ პორტალზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს […]