ახლადრეაბილიტირებულ მერვე ბაგა-ბაღში, დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. მე-8 ბაღი რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პირველ მოადგილე კახა გურულთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად დაათვალიერა. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ბაღის სრული რეაბილიტაცია. დღეს განახლდა სასწავლო პროცესი მე-8 ბაგა-ბაღში. 2022 წელს, ბაღებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოსთვის, ჯამში 3, 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. ეს პროცესი 2023 წელსაც […]