რუსთავის მერია ძველ კორპუსებზე სამშენებლო ჩარევის ნებართვებს აღარ გასცემს. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე შენობის ნაწილის ჩამონგრევის ფაქტზე შეიქმნა. ,,იმის მიუხედავად, რომ არქიტექტურის სამსახურის რეფორმის ფარგლებში, უკვე გამკაცრებული გვქონდა მიდგომები, მიმდინარე საკითხები კიდევ უფრო მეტი სიმკაცრით იქნება განხილული. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და ძველ კორპუსებში მოსახლეობის […]