ცხელი ხაზი 1300 კონტაქტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ პოზიციებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელეთა (ჰორიზონტალური) გადაყვანის შესახებ

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შემდეგ ვაკანტურ პოზიციებზე: ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია); ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ( 2 ვაკანსია); ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის სოციალური მომსახურების განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი (1 ვაკანსია); იწყება განცხადებების მიღება, აღნიშნული […]

ნინო ლაცაბიძე – ,,ჩვენთვის მთავარი მიზანი იყო ბიუჯეტის დამტკიცება და სწორედ ამიტომ მოვითმინეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა ოპოზიციური საკრებულოს წევრებისგან”

რუსთავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი, ხმაურიანი განხილვის შემდეგ მეორე მოსმენით დაამტკიცა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტი, სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, სხდომაზე რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. ქალაქის მერმა პარტია ,,ნაციონალური მოძრაობისა“ და ,,საქართველოსთვის“ წევრების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა. სხდომა 5 საათს გაგრძელდა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან პოლიტიკური განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა. ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბიუროს სხდომაზე […]

რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის, შევჩენკოს ქუჩებისა და მათი დამაკავშირებელი მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სრულდება

რუსთავში, კიდევ ერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება. 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების, ასევე მათი დამაკავშირებელი მოედნის სრული განახლების ფარგლებში, დღეისთვის ასფალტის ბოლო ფენის დაგება დასრულდა და საავტომობილო გზის დახაზვა მიმდინარეობს. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ,,რუსთავში დასრულდა კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი […]

31 დეკემბერს, რუსთავში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო გალა კონცერტი გაიმართება

ღონისძიების ადგილი: მერაბ კოსტავას სახელობის გამზირი, თავისუფლების მოედანი 14:00 – საშობაო ქალაქი გალა კონცერტის დასაწყისი: 23:00 ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი” თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით ანსამბლი „შვიდკაცა” ლიზა ბაგრატიონი აჩიკო ნიჟარაძე ანსამბლი „ჯორჯიან სიქსი” კოტე ყიფიანი ნუკრი კაპანაძე ქეთი გაბისიანი ეკა დოლიძე ეკა მამალაძე საღამოს დაასრულებს […]

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცეს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა  საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილმა მერის მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალური სერვისების ახალ ცენტრში დასაქმებულ თანამშრომლებს საჯარო მოხელის პროფესიული დღე მიულოცეს. ,,საჯარო მოხელის პროფესიული დღე მივულოცეთ რუსთავის მერიის მუნიციპალური სერვისების ცენტრის თანამშრომლებს. ეს ცენტრი რეფორმის საფუძველზე შევქმენით. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ რუსთავს ერთ-ერთი გამორჩეული სერვისები ჰქონდეს და ეს […]

შპს ,,რუსელოისის“ რუსთავის მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის პროექტის სკრინინგის ანგარიშის შესახებ

სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში გზშ-ის პროცედურის ჩატარების საჭიროების დადგენის მიზნით, შპს ,,რუსელოისის“ მიერ წარდგენილია ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტში მეტალურგიული (ფეროშენადნობთა) ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლის (ახალი პროდუქციის წარმოება) პროექტის სკრინინგის ანგარიშის განცხადება. სკრინინგის ანგარიშის განცხადების შესახებ ინფორმაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე – www.ei.gov.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა უზრუნველყოთ სსიპ გარემოს ეროვნულ […]

რუსთავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, საზოგადოებრივი სივრცეები, ცენტრალური და შიდა საუბნო ქუჩები. საახალწლო ილუმინაციების გარკვეული რაოდენობა რუსთავს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ“, რუსთავის კამერულმა […]

რუსთავში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო ილუმინაციებით განათდება საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, ასევე სკვერები და პარკები. საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე 20:00 საათზე დაიწყება და ნაძვის ხეს, რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, წელსაც უფლისწული აანთებს. ,,რუსთავში, დღეს მთავარ მოედანზე ავანთებთ ნაძვის ხეს. სამზადისი, რომელშიც მთელი მერიის გუნდი ვიყავით ჩართული, […]

16 დეკემბერს, 20:00 საათზე, რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

საახალწლო ღონისძიებების პროგრამა 🎉16 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, რუსთავის მერია საახალწლო ღონისძიებებზე გიწვევთ! 16 დეკემბერი 20.00 სთ თავისუფლების მოედანი 🎄რუსთავის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება რუსთავის კამერული ორკესტრი ანსამბლი ,,თუთარჩელა“ ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები 17 დეკემბერი 20.00 სთ თავისუფლების მოედანი 1) მალხაზ ხონელიძე 2) ციური მჭედლიძე 3) „სიმღერის სკოლა“ 21 დეკემბერი 20.00 სთ კლდიაშვილის […]