რუსთავის მერიამ მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო. რეფორმის ფარგლებში, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები პროფესიული გადამზადების ორთვიან კურსს გადიან. ტრენინგის – „რთული სიტუაციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია“ ფარგლებში, მუნიციპალური ტრანსპორტის 300 მძღოლი და 50 კონტროლიორი გადამზადდება. ტრენინგის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი გაეცნენ. „რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, […]