რუსთავს კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსებიც ესწრებოდნენ. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დამეგობრებულ ქალაქებს შორის კულტურის, […]