საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე, რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ იმსჯელეს. სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ. კომიტეტის ხელმძღვანელის მაია ბითაძისა და წევრების წინაშე, გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტანენტების წარმომადგენლებმა. რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ კი სიტყვით გამოსვლისას, იმ ეკოლოგიური პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელებსაც ქალაქის მერია ჰაერის ხარისხის […]