საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამის – „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, რუსთავის ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანების პროცესს აგრძელებს. პროექტის ფარგლებში, ხე-მცენარეები, დღეს N44-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დაირგო. გამწვანების აქციაში, მონაწილეობა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძესთან ერთად მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანია, […]