საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, რუსთავის ისტორიულ უბნებში, 100 საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-რესტავრაციას, არქიტექტურული სტილის სრული შენარჩუნებით განახორციელებს. რუსთავში, ძველი რუსთავის რესტავრაცია-რეაბილიტაციის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია და სამუშაოები 3 საცხოვრებელ კორპუსში – ჭავჭავაძის N15, კონსტიტუციის N13 და ასლანიკაშვილის N11-ში მიმდინარეობს. „უახლოეს დღეებში, სამუშაოები ასლანიკაშვილის N3, კონსტიტუციის N14 და ბათუმის N25 საცხოვრებელ კორპუსებში დაიწყება. […]